შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 ადამიანი დააკავა. მათგან ნაწილს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ნაწილს კი, უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს, გეკა გელაძის თქმით, ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომები გატარდება.
