ნატოს წევრი სახელმწიფოს ლიდერები ჰააგაში იკრიბებიან. ალიანსის სამიტი ოფიციალურად დღეს იხსნება
ნატოს წევრი სახელმწიფოს ლიდერები ჰააგაში იკრიბებიან. ალიანსის სამიტი ოფიციალურად დღეს იხსნება. სამიტის მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბული ვითარებაა. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი მიზანი წევრი სახელმწიფოების მიერ თავდაცვაზე ხარჯის გაზრდაა. სამიტში მონაწილეობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელთანაც შეხვედრას იმედოვნებს უკრაინის პრეზიდენტი. დღის წესრიგშია ნატო უკრაინის საბჭოს შეხვედრა.