უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანულ „სქაი ნიუსს“ განუცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა უახლოეს 5 წელიწადში, ნატოს წევრ სახელმწიფოს თავს დაესხას
უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანულ „სქაი ნიუსს“ განუცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა უახლოეს 5 წელიწადში, ნატოს წევრ სახელმწიფოს თავს დაესხას. მისი თქმით, მოსკოვი ამ ეტაპზე იერიშისთვის მზად არ არის, თუმცა მომავალში ეს ნაბიჯი შესაძლოა მან ალიანსის სიმტკიცის გამოცდის მიზნით გადადგას. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა , რომ ახლა რუსული აგრესიის შემაკავებელი უკრაინაა, თუმცა მომავალში შეიძლება დასავლეთი ახალი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდეს. ზელენსკიმ ნატოს წევრ სახელმწიფოებს, თავდაცვისთვის ხარჯის გაზრდისკენ მოუწოდა, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ პარტნიორების დახმარების გარეშე, უკრაინა კონტრიერიშებს ვერ განახორციელებს.
