მტრულ საქმიანობაში დახმარების და საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გენერალურმა პროკურორმა
მტრულ საქმიანობაში დახმარების და საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გენერალურმა პროკურორმა. გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ჩორჩანა მნიშვნელოვანი ეპიზოდია და ყველა ის ადამიანი გამოიკითხება, ვისაც ამ საქმესთან დაკავშირებით შემხებლობა აქვს., მათ შორის გიორგი გახარიას. მტრულ საქმიანობაში დახმარების და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის პროცესი გრძელდება. მთავარ საგამოძიებო უწყებაში სოფელ ჩორჩანაში მცხოვრებს პაატა მუმლაძეს მოუსმენენ.
