ხელისუფლება ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს
ხელისუფლება ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომები გატარდება. გეკა გელაძის თქმით, სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკის რეალიზაციისა და უკანონო შეძენა -შენახვის ბრალდებით, 18 ადამიანი დააკავეს. საპოლიციო ღონისძიებებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის დაკავებულები, სისტემატურად უწევდნენ ორგანიზებას ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას – მათ შორის, სხვადასხვა ადგილას ნარკოტიკული საშუალებების განთავსებას და შესაბამისი შეტყობინებების გადაცემას დაინტერესებულ პირებზე.