თავმჯდომარე ქვეყნის რანგში საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის მმართველი კომიტეტის შეხვედრას უმასპინძლა
თავმჯდომარე ქვეყნის რანგში საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის მმართველი კომიტეტის შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მმართველი კომიტეტის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე შეაჯამეს ცენტრის საქმიანობა და განიხილეს მომავალი წლის სამუშაო პროგრამა. დისკუსიები გაიმართა ფინანსური რესურსების საკითხებზე. ასევე იმსჯელეს იმ ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ცენტრის და მისი პარტნიორების მიერ მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.
