პაატა ქარდავას მკვლელობის საქმე
ერთ-ერთი საქმე, რაზეც დღეს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ იმსჯელა იყო პაატა ქარდავას მკვლელობის საქმე. პაატა ქარდავა რომან შამათავამ მოკლა, ცხედარი კი ზღვაში ჩაძირა. ამ მძიმე ისტორიაზე ქარდავას ოჯახის წევრებმა ისაუბრეს. როგორც ისინი ჰყვებიან ინფორმაცია პაატა ქარდავას მკვლელობის შესახებ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი, მანამდე ოჯახს არასწორ ინფორმაციებს შეგნებულად აწვდიდნენ.
