ხელისუფლება 2019 წელს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე და ამ გადაწყვეტილების შედეგებზე საუბრობს
ხელისუფლება 2019 წელს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე და ამ გადაწყვეტილების შედეგებზე საუბრობს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით გახარიამ გარედან მიღებული დაკვეთა შეასრულა, რასაც ქვეყნის ინტერესების დაზიანება მოყვა და რამაც ვითარების ესკალაციის საფრთხე შექმნა. მმართველი გუნდის განცხადებით მნიშვნელოვანია გიორგი გახარიამ ყველა კითხვას პასუხი გასცეს. გახარია საგამოძიებო კომისიაზე ორ ივლისს არის დაბარებული. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით ,თუ ის სხდომაზე არ მივა შესაბამისი დოკუმენტები საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება.
