სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა. შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება. მათ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ედებათ ბრალად.
