შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება
შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. გეკა გელაძემ სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა სომეხ კოლეგასთან. ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობისა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე . განიხილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო პარტნიორობის საკითხები და ყურადღება გაამახვილეს დარგობრივ რეფორმებზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზად არის სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
