ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი იწყება
დევნილების საკუთარ სახლებში ღირსეული და უპირობო დაბრუნება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების აკრძალვა და მოსახლეობის უკანონო დაკავებები - ამ საკითხებს დაეთმობა მორიგი დისკუსია. პირველი დღე, ტრადიციულად, თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრებს დაეთმობა, ხოლო მოლაპარაკებათა 64-ე რაუნდი ოფიციალურად 25 ივნისს დაიწყება.
