მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ოთხწლიანი ანგარიში წარმოადგინა თბილისის მერმა
რვა მილიონი კვადრატული მეტრი გზის საფარი, 1754 რეაბილიტირებული ქუჩა და გამზირი, სამი ახალი ესტაკადა, გამწვანებითი სამუშაოები, სანიაღვრე და წყალმომარაგების ქსელების მოწყობის ორი ათასამდე პროექტი, შვიდასამდე ავარიული კორპუსის გამაგრება - ეს პროექტების ნაწილია. ჯამში დაიხარჯა დაახლოებით ორ მილიარდამდე ლარი. თბილისის მერი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებს აანონსებს.