ხალხის ძალა ეხმიანება გაზეთ „ბათუმელებთან“ ევროკავშირის ელჩის ინტერვიუს
ხალხის ძალა ეხმიანება გაზეთ „ბათუმელებთან“ ევროკავშირის ელჩის ინტერვიუს, რომელიც, მათი შეფასებით, ბევრ სიცრუეს შეიცავს. ხალხის ძალა წერს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიამ დიდი ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და „დიფ სთეითის“ დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს. ასევე ამბობენ, რომ სწორედ ოფიციალური ბრიუსელი და მათ მიერ დანიშნული ჰერნჩინსკი აფინანსებენ და მხარს უჭერენ რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში. ხალხის ძალის გზავნილებზე კეთდება შეფასებები. პრემიერ-მინისტრი ჰერჩინსკის ტრაგიკულ პიროვნებას უწოდებს, ამბობს, რომ მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. საქართველო კი ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს ინარჩუნებს.
