იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანტიკორუფციული ბიუროს 2024 წლის ანგარიში მოისმინეს
ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა უწყების მიერ გაწეულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა მათ შორის ბიუროს ახალ მანდატებზე- ფარას და გრანტების კანონზე. თქვა, რომ გამიზნულად ვრცელდება დეზინფორმაცია სხვადასხვა ჯგუფის მიერ და ბიურო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა საზოგადოება სწორად იყოს ინფორმირებული.
