„რობლოქსის“ პლატფორმაზე ქართული თამაშიც გამოჩნდება
„რობლოქსის“ პლატფორმაზე ქართული თამაშიც გამოჩნდება, რომლის საშუალებითაც, ქართველი და უცხოელი მოზარდები ერთად შეძლებენ საქართველოს, როგორც ქვეყნის გაცნობას. ტურიზმის მომავალი და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მოგზაურობის მარკეტინგში- ეს თემა განიხილეს ღონისძიებაზე, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად დაიწყო „რობლოქსის“ პლატფორმაზე ინოვაციური ეროვნული თამაშის შექმნა და პოპულარიზაცია.
