ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების, ასევე, მარიხუანის შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების და გასაღების მცდელობის ბრალდებით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავა. მათ შორის არიან უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები.
