შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში
შინაგან საქმეთა მინისტრს ოფიციალური ვიზიტი სომხეთში აქვს. გეკა გელაძე შეხვდება კოლეგას და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს. მხარეები განიხილავენ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. საუბარი ასევე შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
