პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომა ორ საათზე მეტხანს მიმდინარეობს
გამოიკითხეს გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, დავით ბაქრაძე. ახლა უსმენენ ვაჟა მანიას. დღესვე კომისიაზე დაბარებულები არიან ქრისტინე ქარდავა, ელისო სართანია, გიორგი გახარია, თორნიკე ნიორაძე და ვალტერ შაკაია. რამდენიმე კუთხით მსჯელობენ - 2012-25 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი; ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსება, პაატა ქარდავას სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე და 2003-12 წლებში საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
