ჩეხეთში კანოეთი სპრინტსა და პარა კანოეში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს
ჩეხეთში კანოეთი სპრინტსა და პარა კანოეში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სახელით მოასპარეზე სერჰი იემელიანოვმა 200-მეტრიანი დისტანცია 39, 965 წამში დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს საქართველოსთვის პარა კანოეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედალია. ქართველი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
