ბრაზილიაში საჰაერო ბურთი ჩამოვარდა
ბრაზილიაში საჰაერო ბურთი ჩამოვარდა. ინციდენტი კატარინას შტატში, ქალაქ პრაია გრანდეში მოხდა. დაიღუპა 8 ადამიანი. გადარჩა 13. რამდენიმე მათგანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.
