ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის პარტია კორუფციულ სკანდალშია გახვეული
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის პარტია კორუფციულ სკანდალშია გახვეული. ამის შესახებ ბრიტანული „ტელეგრაფი“ წერს. გამოცემის ცნობით, სკანდალში ფიგურირებენ მეძავები, სახელმწიფო კონტრაქტები, ფარული აუდიო ჩანაწერები, ღამის კლუბის დაცვის ყოფილი თანამშრომელი და პორნო ვარსკვლავი. სტატიაში შეფასებულია ის რისკები, რომლებსაც შექმნილი ვითარება ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის რეპუტაციას და მმართველობას უქმნის. სკანდალში გაეხვა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სანტოს სერდანიც, რომლის საუბრების ჩანაწერებიც პოლიციამ გამოაქვეყნა. ის, სავარაუდოდ, კორუფციულ სქემაში იყო ჩართული და სახელმწიფო კონტრაქტებზე წვდომის სანაცვლოდ კომპანიებს ფიულს სძალავდა. სკანდალის გამო ოპოზიციურმა პარტიებმა სანჩესს გადადგომა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაც მოსთხოვეს. პოლიციამ დაიწყო გამოძიება მის კიდევ ერთ პირ, კოლდო გარსიასთან დაკავშირებით, რომელიც წარსულში ღამის კლუბის დაცვაში და მძღოლად მუშაობდა, შემდეგ კი პოლიტიკური კარიერა აიწყო და ტრანსპორტის მინისტრის, ხოსე ლუის აბალოსის საკვანძო თანაშემწე გახდა. როგორც „ტელეგრაფი“ წერს, კორუფციულ სკანდალში ფიგურირებენ პედრო სანჩესის ცოლი ბეგონია გომესი და ძმა დავიდ სანჩესიც. მათზე გამოძიება მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მუხლით არის დაწყებული.