დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ირანი მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ირანი მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს. კირ სტარმერის თქმით, შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა ირანიდან მომდინარე ბირთვული საფრთხის შემსუბუქებას ისახავდა მიზნად. როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ქონის უფლება და კრიზისის დასასრულებლად დიპლომატიური გამოსავალი უნდა ეძებოს.
