კარლ ბილდტი ამერიკის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას გამოეხმაურა
შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი ამერიკის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას გამოეხმაურა. განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „არ მსურს, მოვისმინო ევროკავშირის განცხადებები იმის შესახებ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს თავდაცვის უფლება. ეს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა“,- წერს ბილდტი.
