ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა იყოს. აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. რომეო მიქაუტაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
