ბათუმში „ზაფხულის ფესტივალის“ პირველი დღე კონცერტით დასრულდა
ბათუმში „ზაფხულის ფესტივალის“ პირველი დღე კონცერტით დასრულდა. კონცერტში ადგილობრივი და მოწვეული ბენდები მონაწილეობდნენ. ფესტივალის სტუმრებს საინტერესო მუსიკალური ნომერი შესთავაზა ბათუმის ქალთა აკადემიურმა ანსამბლმა და დიჯეიმ. სანაპიროზე მოეწყო ფრანების შოუ. ყველაზე ფერადი ფესტივალი ორ დღიანია. გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები დღესაც იგეგმება. ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი რამდენიმე წელია „ზაფხულის ფესტივალით“ იხსნება.
