სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირისგან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის” შემცველი გრანულები, ფხვიერი მასა და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
