ამერიკის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ რადიაციის დონე არ გაზრდილა
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში განაცხადეს, რომ ამერიკის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ რადიაციის დონე არ გაზრდილა. ეს სააგენტოს პირველი კომენტარია ირანის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკის იერიშის შემდეგ.
