ისრაელის პრემიერი დონალდ ტრამპს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის
„არცერთ ქვეყანას არ ჰქონდა უნარი, გაეკეთებინა ის, რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა“, - ასე აფასებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას და დონალდ ტრამპს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, თეთრი სახლის ლიდერის ეს გადაწყვეტილება ისტორიას შეცვლის.
