ამერიკამ ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა
ამერიკამ ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, საჰაერო დარტყმები ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანის ობიექტებზე განხორციელდა. თეთრი სახლის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თეირანს უფრო გამანადგურებელი დარტყმებით დაემუქრა.
