აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, გაიმართა გამოფენა-გაყიდვა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმე ქალმა. წარმოადგინეს სხვადასხვა სახის პროდუქცია, რომელთა შეძენა მსურველებს ადგილზე შეეძლოთ. ღონისძიების მიზანია დევნილი მეწარმე ქალების პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება.
