აქტივისტ ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გამოძიებით დადგინდა, 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურმა ბრალდებულს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ის არ დაემორჩილა და მანდატურებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი თავს დაესხა ერთერთ მანდატურს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
