დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე
რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტი კორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალ თანამდებობაზე მყოფი რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა საკუთარ თანამდებობას, რის შედეგადაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები დაირღვა. კონკრეტულად, სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებში აფორმებდა, ამით კი მატერიალურ სარგებელს იღებდა. რომეო მიქაუტაძის ქონებრივი მდგომარეობა მილიონობით ლარით გაიზარდა.