თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სემნანის პროვინციის ქალაქ სორხესთან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები ახლო მდებარე დასახლებებშიც იგრძნობოდა. ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია ირანის სამხრეთ დასავლეთით, ბეჰმაის პროვინციაში მდებარე საჰაერო თავდაცვის ობიექტ „მაგარზე“ თავდასხმის შესახებ
