ტოკიოში გაიმართა რიგით მესამე ქართული ფესტივალი, სახელწოდებით „გაუმარჯოს“
ტოკიოში გაიმართა რიგით მესამე ქართული ფესტივალი, სახელწოდებით „გაუმარჯოს”. ფესტივალს, რომელიც ქალაქის ცენტრში, ჩატარდა, ათასობით ადამიანი დაესწრო. ღონისძიება საქართველოს საგანგებო და სრულ უფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ გახსნა. ფესტივალზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ იაპონიაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლები. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ქართული ღვინის, კერძებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დეგუსტაცია
