ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანი მზად არის კვლავ მიმართოს დიპლომატიას, ოღონდ მას შემდეგ რაც ისრაელის აგრესია შეწყდება
ირანი მზად არის კვლავ მიმართოს დიპლომატიას, ოღონდ მას შემდეგ რაც ისრაელის აგრესია შეწყდება. გაცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევაში ევროკავშირში წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. შეიარაღებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე მიუთითეს ევროპელმა დიპლომატებმაც და შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დიალოგისთვის შუამავლობის მზაობა დააფიქსირეს
