რუსთავში, ახალ შიდა საუბნო სივრცეებში, მოსახლეობა და რუსთავის მერია, გამწვანების ერთობლივ აქციებს მართავენ
რუსთავში, ახალ შიდა საუბნო სივრცეებში, მოსახლეობა და რუსთავის მერია, გამწვანების ერთობლივ აქციებს მართავენ. მაჩაბლის ნომერ ექვსში საცხოვრებელ კორპუსთან მოწყობილ საზოგადოებრივ სივრცეში, ახალი ნერგები დაირგო. გამწვანების აქციაში, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, მოსახლეობასთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ჩაერთნენ
