უნგრეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ლილუაშვილი უნგრეთის სახელმწიფო ჯილდოზე „უნგრეთის ღირსების ორდენის მეთაურის ჯვარი“ წარადგინეს
უნგრეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ლილუაშვილი უნგრეთის სახელმწიფო ჯილდოზე „უნგრეთის ღირსების ორდენის მეთაურის ჯვარი“ წარადგინეს. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროში გაიმართა. საქართველოს ელჩს ჯილდო უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა გადასცა. ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში ელჩის განსაკუთრებულ წვლილს. დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ელჩის პირისპირ შეხვედრა სახელმწიფო მდივან ბოგლარკა ილეშთან