ჩინეთის ჰუნანის და ჰუბეის პროვინციის ქალაქებში ძლიერი წყალდიდობაა
ჩინეთის ჰუნანის და ჰუბეის პროვინციის ქალაქებში ძლიერი წყალდიდობაა. სტიქიის დროს დაიტბორა დასახლებული უბნები, საცხოვრებელი სახლები და საავტომობილო გზები. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ხანგრძლივი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო, განგაშის წითელი დონეა ამოქმედებული ჩინეთის ექვს რეგიონში. მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ შტორმის ფონზე, უფრო ძლიერი წყალდიდობებია მოსალოდნელი
