განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა „სტუდფესტი 2025“-ის პირველი ეტაპის გამარჯვებულები დააჯილდოვა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა „სტუდფესტი 2025“-ის პირველი ეტაპის გამარჯვებულები დააჯილდოვა. „სტუდფესტის“ პირველი ეტაპის ფარგლებში, უნივერსიტეტებს შორის გამართულ სპორტულ ტურნირებსა და საგანმანათლებლო/შემეცნებით კონკურსებში 15 000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა და მათგან 350 გამარჯვებული გამოვლინდა. სტუდენტური ფესტივალის მეორე ეტაპი უკვე დაიწყო. ამჟამად მოხალისეობის კომპონენტი მიმდინარეობს და მასში 18 უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობენ
