ინფრასტრუქტურის მინისტრი წალენჯიხაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა
ინფრასტრუქტურის მინისტრი წალენჯიხაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა. მინისტრი პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების მხრივ არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მინისტრის თქმით, სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად, უკვე მიმდინარეობს ტექნიკური დავალების შედგენა, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი პროექტირების ეტაპის დასაწყებად
