პარლამენტის კომიტეტებმა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშზე იმსჯელეს
პარლამენტის კომიტეტებმა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2024 წელს მთავრობა მუშაობდა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით ყოვლისმომცველი რეფორმების გასატარებლად და ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად. ხელისუფლებამ გადადგა არსებითი ნაბიჯები ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკოსისტემების მდგრადი გამოყენების და ტყის უკეთ მართვის მიმართულებებით,. მინისტრის მოადგილის თქმით, გრძელდება მუშაობა კლიმატის ცვლილების შედეგების პრევენციასა და ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებაზე, რაც ადამიანების უსაფრთხოებას და სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებას ემსახურება
