პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, დიპლომატებს წარმატება უსურვა. შეერთებულ შტატებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე თამარ ტალიაშვილი, უნგრეთში - ნიკოლოზ ლალიაშვილი, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კი, ხატია წილოსანი დაინიშნა
