პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. ბრალდება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტს. სასამართლო სხდომაზე მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
