ამერიკელი კანონმდებლები უცხოური დახმარების ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ხარჯების აღმოფხვრას ითხოვენ
ამერიკელი კანონმდებლები უცხოური დახმარების ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ხარჯების აღმოფხვრას ითხოვენ. წარმომადგენელთა პალატაში, მთავრობის ეფექტიანობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ოფიციალური წერილით მიმართა ასიგნებების კომიტეტს, რომ 9 მილიარდ დოლარიან შემცირების პაკეტს საკანონმდებლო ფორმა მიეცეს. მარჯორი ტეილორ გრინი აღნიშნავს, რომ ამერიკელ ხალხს არ სურს ვოუქ იდეოლოგიის ენჯეოებზე ფულის დახარჯვა. კანონმდებელი მომავალი ფისკალური წლისთვის, ხარჯების კიდევ უფრო შემცირებასაც მოითხოვს.
