ირანის საგარეო უწყების ხელმძღანელმა ირანულ მედიას განუცხადა, რომ ვაშინგტონმა თეირანს მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით რამდენჯერმე მიმართა
ირანის საგარეო უწყების ხელმძღანელმა ირანულ მედიას განუცხადა, რომ ვაშინგტონმა თეირანს მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით რამდენჯერმე მიმართა. აბას არაგჩის თქმით, თეირანი უარს ამბობს ნებისმიერ დიპლომატიურ დიალოგზე იქამდე ვიდრე ისრაელი ირანზე იერიშებს არ შეწყვეტს. ისრაელის თავდასხმების შეწყვეტა მოითხოვა ირანის პრეზიდენტმა. მან დაწერა, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა ცეცხლის უპირობო შეწყვეტაა.