ირანის და ისრაელის დაპირისპირების დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის პირველი დიპლომატები ჟენევაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებიან
ირანის და ისრაელის დაპირისპირების დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის პირველი დიპლომატები ჟენევაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებიან. შეხვედრის მიზანია დაარწმუნონ ირანი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები განაახლოს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ევროპელ პარტნიორებთან ერთად ღიაა ირანთან დიალოგისთვის, თუ თეირანი მზად არის უარი თქვას ბირთვული იარაღის შექმნაზე.
