გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებულ სასამართლო პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა
გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებულ სასამართლო პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა. კონკურსი იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, 2014 წლიდან ტარდება. მიზანი სტუდენტებში ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. კონკურსში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი მონაწილეობდა. ღონისძიების ფინალური ეტაპი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა.
