პოლიციამ საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით, აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავა
პოლიციამ საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით, აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავა. უწყების ცნობით, 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
