2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს, პასუხს გამოძიება გასცემს
2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს, პასუხს გამოძიება გასცემს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი დაწყებულია. მმართველი გუნდის შეფასებით, არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმის გამოძიების ეფექტიანად ჩატარების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საჭიროა გამოძიებამ სისტემურად გაანალიზოს საკითხი და შეისწავლოს რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა.
