თბილისის თასი 2025 დასრულდა
თბილისის თასი 2025 დასრულდა. საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული რიგით მერვე გათამაშებაში მონაწილეობა 256-მა მოყვარულმა მოთამაშემ მიიღო. ისინი ჩემპიონობისთვის 3 კვირის განმავლობაში იბრძოდნენ. თასს რეზი ჯინიყაშვილი დაეუფლა, რომელმაც ფინალში ბელგიელ ნიკოლას პარსონსს აჯობა. ტურნირის საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს. გამარჯვებულებს თბილისის მერია დააჯილდოვებს.
